Monday, December 8, 2014

დღე მეცხრე

ბოლო დღე ტრენინგისა,ცოტა არ იყოს გული დამწყდა,ვისწავლე უამრავი რამ,ჩემთვის ნაყოფიერი,სასიამოვნო და საინტერესო იყო ეს ცხრა დღე.ერთი სიტყვით ელექტრონული ფოსტა გადავღეჭეთ და არა მარტო ელექტრონული ფოსტა,ბატონმა დავითმა შეძლო დასახული მიზნის მიღწევა.ბადლობა დავითს ამდენი რამის სწავლებისთვის.

დღე მერვე

ვისწავლეთ ინფორმაციის პდფ-ფორმატში გადაყვანა,ასევე ვორდის დოკუმენტში საჭირო ინფორმაციის შენახვა,სარჩევის გაკეთება და ხატვა.

დღე მეშვიდე

გავიმეორეთ განვლილი მასალა,შემდეგ ვისწავლეთ ვიდეოს მოჭრა იუთუბიდან,შემდეგ ვისწავლეთ საავტორო უფლებების დაცვა.კარგი იყო,მაგრამ დავიღალე.

Saturday, December 6, 2014

დღე მეექვსე

იუთუბიდან ვიდეოს მოჭრა ვისწავლეთ,ძალიან საინტერესო იყო ეს,მერე ვისაუბრეთ თუ დრაივზე რომელ საქაღალდეში რა ინფორმაცია შევინახოთ და გავეცანით შესასრულებელი დავალებების სიას.ძალიან ბევრია და რა მეშველება...

მეხუთე დღე

დღეს ვისწავლეთ დრაივზე ინფორმაციის შენახვა ორი მეთოდით,ორვე კარგი და საინტერესო იყო,ბლოგზე საათის და აპლიკაციების დაყენება ვისწავლეთ.

დღე მეოთხე

დღეს გავიმეორეთ წინა დღის მასალა,ვინაიდან გაგვიჭირდა ცოტა,ამჯერად ცოდნა გავამყარეთ.შემდეგ ვისწავლეთ იუთუბიდან ვიდეოს გადმოწერა და პრეზენტაციები.

დღე მესამე

ბლოგების გაფორმება და დრაივზე საქაღალდეების შექმნა ვისწავლეთ.კარგი დღე იყო,ცოტა დავიღალე,მაგრამ ღირდა.